ფეხბურთი

21:13 | 13.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ადასტურებს: “რეალს” ანჩელოტი უნდა

“პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ადასტურებს, რომ მადრიდის “რეალს” ფრანგული კლუბის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გადაბირება უნდა, მაგრამ იმასაც აცხადებს, რომ პარიზელები მოვლენების ამგვარი განვითარების წინააღმდეგნი არიან.

“მადრიდის “რეალის” გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი რამდენიმე დღის წინათ დამიკავშირდა. მას ავუხსენი, რომ კარლოს ჩვენთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და გვინდა, რომ შეთანხმების პირობები მხარეებმა ბოლომდე შეასრულონ.

ჩვენი კლუბი იმ დონეზე არაა, როგორც “რეალი”, მაგრამ პატივისცემას მაინც ვიმსახურებთ.

აქ, ანჩელოტი ყველას უყვარს და მჯერა, რომ ის დარჩება. მისი წასვლა ჩვენთვის პრობლემა იქნება.” – ციტირებს პსჟ-ს პრეზიდენტის სიტყვებს L’Equipe.

0.117106