თამაშგარე

11:52 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრობლემები გერმანიის ქალთა სპორტში

ახლა მოდით გერმანელ ქალებზე ვისაუბროთ... უფრო ზუსტად კი გერმანელ სპორტსმენ ქალებზე. თურმე ნუ იტყვით და გერმანიაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო ნაკლებ მშობელს შეჰყავს თავიანთი გოგონები სპორტზე და ამის მიზეზი, გერმანიაში ქალთა სპორტის პოპულარობის დაცემა ყოფილა.

გერმანელი სოციოლოგის, ვინმე იულიან კორნილის მიერ ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ გერმანელი მშობლები უკანასკნელ წლებში ქალიშვილის დაბადებისთანავე იწყებენ ფულის გროვებას, რათა უმაღლესი განათლებისათვის თანხა ყოველთვის ჰქონდეს და ბავშებს პატარაობიდანვე სწავლისკენ და საჭირო პროფესიის მიღებისაკენ მოუწოდებენ. ეს კი სპორტის პოპულარობას თანდათან ამცირებს.

დღეს გერმანიაში როგორც გოგონები, ასევე ვაჟები, სპორტზე უმეტესაც შვილები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ემიგრანტებს, ანუ იმ ადამიანებს დაჰყავთ, რომელთა შვილების მომავალი ხშირ შემთხვევაში სპორტში წარმატებით იწყება და სრულდება., თვითონ გერმანელები კი მხოლოდ სპორტის ქომაგების სტატუსით შემოიფარგლებიან. რამდენად კარგია ეს ტენდენცია - მკითხველმა განსაჯოს... 

 

0.124536