ჭადრაკი

21:10 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრიზიორებს ბოლო ტური გამოავლენს

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 2014 წლის ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. საპრიზო ადგილზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი მოქმედ ჩემპიონ გაიოზ ნიგალიძეს (8 ქულა), მერაბ გაგუნაშვილს (7.5) და დავით ჯოჯუას (7) აქვთ, რომლებიც დასკვნითი ტურის წინ I-III ადგილებს ინაწილებენ. უკეთესი კოეფიციენტის შემთხვევაში ბოლო ტურში ჩემპიონობის შესანარჩუნებლად ნიგალიძეს ყაიმიც ყოფნის.

ბოლოსწინა მეათე ტურში დიდ ინტერეს იწვევდა შეხვედრები ლიდერთა მონაწილეობით. შავებით მოთამაშე ნიგალიძე ლუკა პაიჭაძესთან ყაიმს დასჯერდა. მეორე ადგილზე მყოფმა ასევე შავებით მოთამაშე გაგუნაშვილმა ალექსანდრე ყაშაშვილს მოუგო, ხოლო ჯოჯუამ, თეთრებით, გამოკვეთილი აუტსაიდერი ივერი ჭიღლაძე დაამარცხა. ამ ტურზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აღნიშნულ ჩემპიონატში ყველაზე დაძაბული თორნიკე სანიკიძისა და ასპარეზობის მონაწილე ერთადერთი ქალბატონის სოფო გვეტაძის შეხვედრა გამოდგა, რომელიც 6 საათზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა. საბოლოოდ, ეს პარტია ყაიმით დასრულდა.

მეათე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

დავით ჯოჯუა - ივერი ჭიღლაძე 1-0

ლუკა პაიჭაძე - გაიოზ ნიგალიძე 0.5-0.5

ალექსანდრე ყაშაშვილი - მერაბ გაგუნაშვილი 0-1

კონსტანტინე შანავა - ლევან ფანცულაია 1-0

მიხეილ მჭედლიშვილი - დავით ბენიძე 0.5-0.5

თორნიკე სანიკიძე - სოფო გვეტაძე 0.5-0.5

სატურნირო მდგომაროება 10 ტურის შემდეგ:

1. ნიგალიძე - 8,0

2. გაგუნაშვილი - 7.5

3. ჯოჯუა - 7

4-5. სანიკიძე, ფანცულაია - 6-6

6-7. მჭედლიშვილი, შანავა - 5-5

8-9. პაიჭაძე, ყაშაშვილი - 4-4

10. გვეტაძე - 3.5

11. ბენიძე - 3

12. ჭიღლაძე - 1.5

მე-11 ტურის შეხვედრათა განრიგი:

ნიგალიძე - შანავა

გაგუნაშვილი - პაიჭაძე

ფანცულაია - ჯოჯუა

გვეტაძე - ყაშაშვილი

ბენიძე - სანიკიძე

ჭიღლაძე - მჭედლიშვილი

0.116996