მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში მე-2 ტურის მატჩები საბერძნეთის და ფილიპინების ნაკრებთა მატჩით დაიხურა, რომელიც ევროპელებმა 82:70 მოიგეს.
ფოტის კაციკარისის გუნდმა სასურველი სხვაობა პირველივე მეოთხედში გაიკეთა, რომელშიც 20:10 იმარჯვა. ბერძნები გამარჯვებას პირეოსის “ოლიმპიაკოსის” მძიმე ფორვარდ გეორგიოს პრინტეზისს უნდა უმადლოდნენ, რომელმაც თამაშიდან 19-დან 11 ტყორცნა გამოიყენა და 26 წუთში 25 ქულა ჩააგდო.
ფილიპინელებს ამჯერადაც “ბრუკლინ ნეთსის” ცენტრმა ენდრიუ ბლატჩმა ულიდერა 21 ქულით და 14 მოხსნით.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. B ჯგუფი. სევილია
ფილიპინები – საბერძნეთი 70:82 (10:20, 17:17, 18:21, 25:24)