ფეხბურთი

6:06 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერაში ზედა სამეული უცვლელია

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილის ზედა სამეულში მყოფმა კლუბებმა 31-ე ტურის მატჩები უდანაკარგოდ ჩაატარეს. ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, მადრიდის „რეალმა“ თავისი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო, „ატლეტიკომ“ კი, საგარეო მატჩში იმარჯვა და ლიდერობა შეინარჩუნა.

„კორნელია ელ პრატზე“, კატალონიური დერბი შედგა. „ბარსელონას“ „ესპანიოლთან“ ჭიდილი გაუჭირდა, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია. გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს, მაგრამ ანგარიში დიდი ხნის განმავლობაში არ გახსნილა. 77-ე წუთზე, „ბარსელონას“ ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით იხეირა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

დერბი შედგა „სანტიაგო ბერნაბეუზეც“ – „რეალმა“ „რაიო ვალიეკანოს“ უმასპინძლა. მასპინძლებმა სტუმართა რბევა მე-15 წუთიდან დაიწყეს და 5 უპასუხო გოლი გაიტანეს. გარეტ ბეილის პასის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ, „სამეფო კლუბს“ საკმაო პაუზა გამოუვიდა. კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ანგარიშში სხვაობა 55-ე წუთზე გაზარდეს - რონალდუმ დანიელ კარვახალი ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა და ტაბლოზეც ორიანი აინთო.

ამის შემდეგ, „რეალი“ აბსოლუტურ უპირატესობას დაეუფლა და გოლებსაც მოუხშირა. 68-ე წუთზე, გარეტ ბეილმა მადრიდელთა სწრაფი შეტევა დაასრულა გოლით, ორიოდ წუთში კი, უელსელმა თითქმის თავისი საჯარიმოდან წაიღო ბურთი მეტოქის კარამდე და დუბლი აგიფორმა. მატჩში წერტილი ალვარო მორატამ ეფექტური დარტყმით დასვა - 5:0.

მადრიდის „ატლეტიკო“ „ბილბაოსთან“ ქულების დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია. მატჩის დებიუტში, ბასკები იკერ მუნიაინმა დააწინაურა, რომელმაც მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. რამდენიმე წუთში, მეკარესთან თითქმის პირისპირ გასულმა დიეგო კოსტამ გამოიჩინა თავი და პრიმერაში მორიგი გოლი მიითვალა. ანგარიში გათანაბრდა და დიეგო სიმეონეს გუნდს ისღა დარჩენოდა, 3 ქულისთვის ებრძოლა. 55-ე წუთზე, კოკეს შედეგიანმა თავურმა „ატლეტიკოს“ გამარჯვება მოუტანა.

წინა ტურის გმირი „სევილია“ „სელტასთან“ დამარცხდა. ვიგოელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ნოლიტო გახდა, რომელმაც მატჩის მიწურულს პენალტი გამოიყენა - 1:0.

 

ესპანიოლი. „კორნელია ელ პრატი“. 32000

ესპანიოლი - ბარსელონა 0:1 (0:0)

ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო (სიდნეი 49), ფუენტესი, ლოპესი, სიმაუ (კორდობა 78), სანჩესი, ლოპესი, გარსია, სტუანი, პიცი (ფერნანდესი 65).

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

ბარსელონა: პინტო, ალვესი, პიკე, ჟორდი ალბა, მასკერანო, ფაბრეგასი (სერხი რობერტო 90), ჩავი, ბუსკეტსი, მესი, პედრო (ინიესტა 77), ნეიმარი (სანჩესი 81).

წვრთნელი: ხერარდო მარტინო

გოლი: 0:1 მესი (77)

გაფრთხილება: სტუანი (26), კოლოტო (35), ლოპესი (35), სანჩესი (85) - ბუსკეტსი (45), ჟორდი ალბა (90)

გაძევება: კასილია (83)

კარში დარტყმა: 8 (1) – 20 (8) ჯარიმა: 24 - 8 კუთხური: 3 - 11 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 28% - 72% სეივი: 7 – 1

 

ვიგო. „ბალაიდოსი“. 20000

სელტა - სევილია 1:0 (0:0)

სელტა: იოელი, ლოპესი, მალიო, ფონტასი, ხონი, კრონ-დელი, ფერნანდესი, ლოპესი (ორელიანა 50), რაფინია (ორტენეჩე 80), ნოლიტო, შარლესი (ბერმეხო 73).

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

სევილია: ვარასი, ნავარო, პარეხა, ფასიო, კოკე, მბია, ტროხოვსკი (სამპერიო 73), რაკიტიჩი, მაჩინი (რეიესი 73), გამეირო (მორენო 84), ბაკა.

წვრთნელი: უნაი ემერი

გოლი: 1:0 ნოლიტო (87პ.)

გაფრთხილება: ფონტასი (25) - გამეირო (79), ფასიო (86), სამპერიო (89)

კარში დარტყმა: 14 (4) – 10 (3) ჯარიმა: 10 - 12 კუთხური: 11 - 7 თამაშგარე: 0 - 3 ბურთის ფლობა: 61% - 39% სეივი: 3 – 3

 

ბილბაო. „სან მამეს ბარია“. 36000

ბილბაო - ატლეტიკო 1:2 (1:1)

ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, სან-ხოსე, ბალენსიაგა, ლაპორტი, სუსაეტა (ფერნანდესი 72), იტურასპე, რიკო (ბენიატი 83), დე მარკოსი (ტოკერო 78), ადურისი, მუნიაინი.

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, გაბი, სუარესი, გარსია (როდრიგესი 82), სოსა (თურანი 57), კოკე, კოსტა (ვილია 90).

წვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: 1:0 მუნიაინი (6), 1:1 კოსტა (22), 1:2 კოკე (55)

გაფრთხილება: იტურასპე (63), ლაპორტი (70), მუნიაინი (80), ბალენსიაგა (90) - გაბი (42), გოდინი (60)

გაძევება: ლაპორტი (86)

კარში დარტყმა: 12 (2) – 10 (3) ჯარიმა: 19 - 15 კუთხური: 3 - 4 თამაშგარე: 0 - 9 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 1 – 1

 

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 60000

რეალი - რაიო 5:0 (1:0)

რეალი: ლოპესი, რამოსი, პეპე, კოენტრაუ, კარვახალი, ალონსო, ბეილი, დი მარია (კასემირო 70), ილიარამენდი (ისკო 62), რონალდუ, ბენზემა (მორატა 73).

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

რაიო: რუბენი, კაშტრუ, რაცი, აბრილია, ლოპესი, ტრასორასი, საული, ფალკე, ლარივეი (ლონგო 70), ბუენო (ვიერა 59), როჩინა (კარლოსი 25).

წვრთნელი: პაკო ხემესი

გოლი: 1:0 რონალდუ (15), 2:0 კარვახალი (55), 3:0 ბეილი (68), 4:0 ბეილი (70), 5:0 მორატა (78)

გაფრთხილება: კარვახალი (63)

კარში დარტყმა: 16 (7) – 15 (2) ჯარიმა: 13 - 14 კუთხური: 4 - 6 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 2 – 2

0.170672