ფეხბურთი

2:36 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერაში ყველას გააქვს

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 29–ე ტურის ცენტრალურ მატჩში, ერთმანეთის წინააღმდეგ მადრიდის „ატლეტიკომ“ და „ვალენსიამ“ ითამაშეს. მატჩი მეტ–ნაკლებად თანარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ლოგიკური ანგარიშითაც დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მთავარი მომენტები საწყის 6 წუთში მოხდა. ჟოაო პერეირას პასის შემდეგ, ჟონასმა აიღო მადრიდელთა კარი და „ღამურები“ დააწინაურა, თუმცა სიხარულმა დიდ ხანს ვერ გასტანა – წუთის შემდეგ, არდა თურანის ჩაწოდებას რადამელ ფალკაო გამოეხმაურა და წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში, უპირატესობას ვალენსიელები ფლობდნენ, მაგრამ საქმის გოლამდე მიყვანას ვერაფრით ახერხებდნენ. შესაბამისად, ტაბლოზე ანგარიშიც აღარ შეცვლილა – 1:1.

„ვალიადოლიდისა“ და „ოსასუნას“ მატჩი მიროსლავ ჯუკიჩის გუნდისთვის კარგად დაიწყო, მაგრამ ძალიან ცუდად დასრულდა. მე–11 წუთზე, „ოსასუნას“ მცველმა გონსალეს რუბენმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და თავისი გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ხოსე ლუის მენდილიბარის გაწვრთნილებმა პირველი ტაიმი გონზე მოსვლას მოანდომეს, დასკვნით 45 წუთში კი, მასპინძელთა კარი 3–ჯერ აიღეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.

შედეგიანი გამოდგა „მალიორკასა“ და „დეპორტივოს“ დაპირისპირებაც, სადაც 3 ქულა ლა კორუნიელებმა მოიპოვეს. პირველ ტაიმში, ვიქტორ კასადესუსმა და სილვიუმ გაცვალეს გოლები, რისი წყალობითაც გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმის დებიუტში, გამოცდილმა კარლოს მარჩენამ აიღო მალიორკელთა კარი და „დეპორტივო“ წინ გაიყვანა, მოგვიანებით კი, უპირატესობა ივან რიკიმ გაზარდა. საპასუხოდ, მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა – 2:3.

 

 მადრიდი. „ხავიერ ესტრადა ფერნანდესი“. 43000

ატლეტიკო – ვალენსია 1:1 (1:1)

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ლუისი, გოდინი, მანკილიო, გაბი, სუარესი, თურანი (გარსია 27), კოკე, ფალკაო, კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვალენსია: ალვესი, კოსტა, მატიე, პერეირა, გუარდადო, ბანეგა (კანალესი 67), კოსტა, პარეხო, ვალდესი (სისოკო 65), ჟონასი.

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 ჟონასი (5), 1:1 ფალკაო (6)

გაფრთხილებები: კოსტა (63), კოკე (79), ლუისი (90) – პარეხო (42), პიატი (52), პერეირა (75)

არში დარტყმა: 5 (4) – 8 (3) ჯარიმა: 21 - 8 კუთხური: 6 - 7 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 33% - 67% სეივი: 2 – 3

 

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 20000

ვალიადოლიდი – ოსასუნა 1:3 (1:0)

ვალიადოლიდი: ერნანდესი, რუკავინა, ვალიენტე, ბალენსიაგა, ებერტი (რამა 72), რუედა, ალვარო, ოსკარი, სასტრე, მანუშუ (გერა 75), ბუენო (ომარი 61).

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

ოსასუნა: ფერნანდესი, დამია (სანხურხო 46), რუბენი, ლოლო, ბერტრანი, არიბასი (პუნიალი 46), სილვა, დე ლას კუევასი (სეხუდო 81), არმენტეროსი, ნინო, სოლა.

მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლები: 1:0 რუბენი (11), 1:1 სოლა (50), 1:2 სოლა (60), 1:3 დე ლას კუევასი (69)

გაფრთხილებები: რუედა (45) – დე ლას კუევასი (58)

არში დარტყმა: 4 (2) – 9 (6) ჯარიმა: 13 - 13 კუთხური: 11 - 7 თამაშგარე: 7 - 4 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 4 – 2

 

ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“. 27500

ესპანიოლი – სოსიედადი 2:2 (2:1)

ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, ფორლინი, ალვარესი (როდრიგესი 71), სიმაუ (პეტროვი 81), ვერდუ (ბაენა 84), სანჩესი, ლოპესი, გარსია, სტუანი.

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

სოსიედადი: სუბიკარაი, გონსალესი, დე ლა ბელია, ი.მარტინესი, კ.მარტინესი, პრიეტო, ილიარამენდი (პარდო 74), სურუტუსა, ბერგარა (იფრანი 63), გრიზმანი, აგირეჩე.

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე

გოლები: 1:0 გარსია (9), 1:1 სურუტუსა (24), 2:1 სტუანი (39), 2:2 ლოპესი (76ს.კ)

გაფრთხილებები: ფორლინი (25), სანჩესი (68) – ი.მარტინესი (51), აგირეჩე (75), გონსალესი (78), დე ლა ბელია (88)

არში დარტყმა: 7 (4) – 8 (5) ჯარიმა: 17 - 19 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 34% - 66% სეივი: 3 – 2

 

პალმა დე მალიორკა. „იბეროსტარი“. 15000

მალიორკა – დეპორტივო 2:3 (1:1)

მალიორკა: ავატი, ჰატონი, ჟერომელი, ნუნეში, ლუნა, მარტი (ჰემედი 57), პინა, ტისონე (მარკესი 78), ალფარო, კასადესუსი (ნსუე 57), დოს სანტოსი.

მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო

დეპორტივო: არანსუბია, პაბლო, მარჩენა, აიტამი, სილვიუ, გამა (სალომანი 75), ვალრონი (კაშტრუ 89), აგილარი, დომინგესი, პიცი, რიკი (ოლივეირა 80).

მწვრთნელი: ფერნანდო ვასკესი

გოლები: 1:0 კასადესუსი (19), 1:1 სილვიუ (27), 1:2 მარჩენა (48), 1:3 რიკი (60), 2:3 ნსუე (86)

გაფრთხილებები: მარტი 931), პინა (39), ჟერომელი (47) – მარჩენა (44), არანსუბია (88)

არში დარტყმა: 11 (5) – 9 (8) ჯარიმა: 10 - 6 კუთხური: 10 - 4 თამაშგარე: 6 - 3 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 5 – 4

0.128567