ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურის გახსნითი მატჩი, სადაც ერთმანეთს „ხეტაფე“ და „გრანადა“ დაუპირისპირდნენ, ძალზე დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. „კოლიზეუმ ალფსონსო პერესის“ ბინადრები სამჯერ იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს და გარკვეულწილად დაუფასდათ კიდეც.
„ხეტაფე“ მატჩის დებიუტში ჩიპრიან მარიკამ დააწინაურა, მაგრამ დაახლოებით ნახევარ საათში, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ტაიმის დასრულებამდე, მასპინძელთა არგენტინელი ლეგიონერი ლისანდრო ლოპესი შეტევაში წარმატებით ჩაერთო და თავისი გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ტაიმში, გუნდებმა გოლები გაცვალეს და ტაბლოზე 3:2 დაფიქსირდა, რის შემდეგაც „ხეტაფემ“ ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი. „გრანადა“ არ დანებდა და იუსეფ ელ-არაბის გოლით, ქულაც გადაარჩინა - 3:3.
ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“. 8700
ხეტაფე - გრანადა 3:3 (2:1)
ხეტაფე: კოდინა, ლოპესი, ვალერა, ესკუდერო, რუანო, როდრიგესი, პედრო ლეონი (ლაფიტა 69), კასტრო (გავილანი 14), მოსკერა, მარიკა, კოლუნგა (სარაბია 61).
მწვრთნელი: კოზმინ კონტრა
გრანადა: რობერტო, ნიომი (ფულკე 57), კოეფი, მურილიო, ანგულო, ფატო, იტურა, რიკო, პერეირა (ბუონანოტე 46), რიკი (ბენიტესი 90), ელ-არაბი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
გოლი: 1:0 მარიკა (6), 1:1 რიკი (35), 2:1 ლოპესი (38), 2:2 ელ-არაბი (62), 3:2 ლაფიტა (72), 3:3 ელ-არაბი (77)
გაფრთხილება: ესკუდერო (24), მარიკა (53), ვალერა (82), სარაბია (84), რუანო (85) - მურილიო (39), იტურა (53)
გაძევება: ესკუდერო (80) - იტურა (69)
კარში დარტყმა: 11(5) – 17 (5) ჯარიმა: 14 - 10 კუთხური: 4 - 10 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 2 – 2