ფეხბურთი

1:56 | 28.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერას მეშვიდე ტური ფრით დაიწყო

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეშვიდე ტურის გახსნით მატჩში ერთმანეთს "ვალიადოლიდი" და "მალაგა" დაუპირისპირდნენ. როკე სანტა კრუზმა 23-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა რვა წუთში ორი გოლი გაიტანეს და მატჩის მოგების შემთხვევაში მალაგას ქულებით გაუთანაბრდებოდნენ. მასპინძლებს იმედი შეცვლაზე შემოსულმა პავლოვსკიმ გაუცრუა. პოლონელმა ფეხბურთელმა 76-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა. 

ვალიადოლიდი. "ხოსე სორილია". 14 000 

ვალიადოლიდი - მალაგა 2:2 (0:1) 

ვალიადოლიდი: მარინო, რუკავინა, რუედა, ვალიენტე, პენა, ბარახა, სასტრე (როსი 50), რამა (რამოსი 46, (რამოსი 74), ოსორიო, ებერტი, გუერა. 

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი 

მალაგა: კაბალიერო, ხამესი, სანჩესი, ანხელერი, ანტუნესი, კამაჩო, ტისონე, მორალესი (პავლოვსკი 72), პორტილიო (დუდა 85), ელიზეუ (ელ ჰამდაოუი 72), სანტა კრუზი. 

მწვრთნელი: ბერნარდ შუსტერი 

გოლი: 0:1 სანტა კრუზი (23), 1:1 გუერა (56), 2:1 ოსორიო (64), 2:2 პავლოვსკი (76) 

გაფრთხილება: სასტრე (41), ბარახა (68), გუერა (90+1) 

ბურთის ფლობა: 50%-50% კარში დარტყმა: 13 (3)-11 (4) კუთხური: 11-4 თამაშგარე: 4-0 სეივი: 2-1 ჯარიმა: 6-7

 

გიორგი ბალახაძე

0.11363