საქართველოს 1998 წელს დაბადებულთა ნაკრებმა ყაზახეთში, “პრეზიდენტის თასზე” ჯგუფის ბოლო ტურის მატჩი გამართა და ბრაზილიურ “ბოტაფოგოს” 17-წლამდელებს 2:1 სძლია.
გოჩა ტყებუჩავას გუნდმა პირველი ტაიმი წააგო, თუმცა მეორეში რატი არდაზიშვილმა და ნიკა კვანტალიანმა გაიტანეს.
ცნობილი “ბოტაფოგო” ტურნირზე ყაზახი ჭაბუკებითაა დაკომპლექტებული. ორ წელიწადზე მეტია, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციას ყაზახი ჭაბუკები ჰყავს მივლინებული “ბოტაფოგოს” აკადემიაში.
საქართველომ ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა. ასე რომ, ტურნირის დასკვნით დღეს (13 მაისს) ქართველები B ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდებიან და ვინც მოიგებს, ტურნირს მე-5 პოზიციაზე დაასრულებს.