ფეხბურთი

13:01 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელიმ შემადგენლობა დაასახელა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც არგენტინის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

Football Italia-ს ცნობით, 14 აგვისტოს, ოლიმპიურ სტადიონზე რომის პაპ ფრანცისკს მიეძღვნება ამხანაგური შეხვედრა და პრანდელი შემდეგ ფეხბურთელებს დაეყრდნობა:

მეკარეები: ბუფონი (“იუვენტუსი”), მარკეტი (“ლაციო”), სირიგუ (პსჟ);

მცველები: ანტონელი (“ჯენოა”), ასტორია (“კალიარი”), ბარძალი, ბონუჩი, კიელინი (ყველა - “იუვენტუსი”), დე სილვესტრი (“სამპდორია”), მაჯო (“ნაპოლი”), რანოკია (“ინტერი”);

ნახევარმცველები: აკვილანი (“ფიორენტინა”), კანდრევა (“ლაციო”), ჩერჩი (“ტორინი”), დე როსი, ფლორენცი (ორივე - “რომა”), დიამანტი (“ბოლონია”), ჯაკერინი (“სანდერლენდი”, ინგლისი), მარკიზიო, პირლო (ორივე - “იუვენტუსი”), მონტოლივო (“მილანი”), ვერატი (პსჟ);

თავდამსხმელები: ბალოტელი, ელ შაარავი (ორივე - “მილანი”), ჯილარდინო (“ჯენოა”), ინსინე (“ნაპოლი”), ოსვალდო (“რომა”).


0.119559