ფეხბურთი

14:51 | 7.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელიმ “გალათასარაი” ჩაიბარა

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ჩეზარე პრანდელი უსამსახუროდ დიდ ხანს არ დარჩენილა – იტალიელმა სტამბულის “გალათასარაი” ჩაიბარა. ამ ინფორმაციას თურქული კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს.

იტალიელი სპეციალისტი სტამბულელებთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. გარიგების ფინანსური დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, პრანდელიმ მისივე თანამემამულე რობერტო მანჩინი შეცვალა.

 

0.120142