იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ კონფედერაციათა თასის ნახევარფინალის წინ, მომავალი მეტოქის – ესპანეთის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, ეს ორი ნაკრები ერთმანეთს შარშან, ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც დაუპირისპირდა და მაშინ ესპანელებმა იმარჯვეს.
“ესპანეთის ძლევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებია, რასაც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში სტაბილურად ამტკიცებს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ ესპანელებს იდეალური გუნდი ჰყავთ. მთავარია, თამაშის სადავეები ჩავიგდოთ ხელში და მეტოქისთვის დიდი პრობლემების შექმნას შევძლებთ”, – განაცხადა პრანდელიმ.