იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი აცხადებს, რომ მას “სკუადრა აძურას” პირველი ნომრის, ჯანლუიჯი ბუფონის ნდობა არ დაუკარგავს.
ბოლო დროს, ბუფონი, “იუვენტუსში”, არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა, პრანდელი მეკარის არჩევასთან დაკავშირებით დაფიქრდეს.
“ჩემთვის, ბუფონი იტალიის საუკეთესო მეკარეა. ის ნაკრებში ნომერ პირველია. ამიტომ, ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე სწორედ ბუფონი ითამაშებს. მას ვენდობი და არანაირი კითხვები არ არსებობს.” – ციტირებს პრანდელის სიტყვებს Sky Italia.