ფეხბურთი

14:04 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელი ბორინის შანსს აძლევს

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დარჩენილ მატჩებში ექსპერიმენტების ჩატარებას გეგმავს.

“სკუადრა აძურამ” ბრაზილიის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა და Sky Sport Italia-ს ცნობით, დარჩენილო ორი მატჩისთვის (დანია და სომხეთი), რომელიც უკვე აღაფერს წყვეტს, “სანდერლენდის” ფორვარდ ფაბიო ბორინის გამოძახებას აპირებს.

სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო, 22 წლის ბორინიმ “ლივერპული” დატოვა და “სანდერლენდს” მიაშურა. ახალი გუნდის მაისურით, მან უკვე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფაბიოს, ნაკრების შემადგენლობაში ერთი თამაში აქვს ჩატარებული. გამოძახებულ ფეხბურთელთა სრულ სიას, პრანდელი ხვალ გამოაქვეყნებს.

0.120365