ფეხბურთი

12:02 | 11.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელი: “ახლა ბრაზილიისთვის მშვიდად მოვემზადებით”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჩეხეთის ძლევის (2:1) შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მუნდიალის საგზურის ნაადრევად მოპოვება გუნდს კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება.

“ძალიან მიხარია, რომ ფიზიკური გადაღლის პერიოდის მიუხედავად სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ჩეხეთთან მთელი თამაში კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ისე მოხდა, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მეტოქეს მიჰყავდა. მაშინვე დარწმუნებულები ვიყავით, რომ აუცილებლად მოვიგებდით. ასეც მოხდა, უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც მოვიპოვეთ და ახლა შეგვიძლია ბრაზილიისთვის მშვიდად მოვემზადოთ. ადრიანი წარმატება კი აუცილებლად სასიკეთოდ წაგვადგება” – განაცხადა პრანდელიმ.

0.115901