ფეხბურთი

19:48 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“პორტუს” ლოპეტეგი გაუძღვება

 

“პორტუს” მთავარ მწვრთნელად ესპანელი საფეხბურთო სპეციალისტი ხულენ ლოპეტეგი დანიშნეს. ამის შესახებ პორტუგალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

47 წლის ლოპეტეგმა “პორტუსთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აქამდე, ის ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა და 2012 წელს 19-წლამდელებს, ხოლო 2013 წელს 21-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატები მოაგებინა. შარშან, მისი ხელმძღვანელობით 21-წლამდელები კოლუმბიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდნენ.

ამა წლის მარტში “პორტუდან” პაულუ ფონსეკას გადადგომის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ლუიშუ კაშტრუ დანიშნეს. “პორტუმ”, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩემპიონი 8-ჯერ გახდა, მიმდინარე სეზონში, მე-3 ადგილი დაიკავა და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, “ბენფიკას” 16 ქულით ჩამორჩება.

0.152284