ფეხბურთი

12:30 | 2.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“პორტუმ” კუარეჟმა ოფიციალურად წარადგინა

რიკარდო კუარეჟმა “პორტუში” დაბრუნდა და კარიერას პორტუგალიის ჩემპიონის რიგებში გააგრძელებს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “პორტუს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

30 წლის კუარეჟმა “პორტუში” 2004-2008 წლებშიც გამოდიოდა და 114 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

2013 წლიდან ის არაბეთის გაერთიანებული საემიროების “ალ-აჰლის” ღირსებას იცავდა, რომელთანაც კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაწყვიტა.

“პორტუმ” კუარეჟმას კონტრაქტის დეტალები არ გაახმაურა. კლუბმა შემტევი ნახევარმცველი ღია ვარჯიშზე წარადგინა, რომელსაც 10000 გულშემატკივარი დაესწრო.

0.116584