17 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე, ქალაქ ოვარის „დოლჩე ვიტას“ დარბაზში პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს. პორტუგალიელებს აქამდე გამართულ ორივე შეხვედრაში მარცხი აქვს განცდილი და მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავარი მწვრთნელი, მარიო
პორტუგალიის ნაკრებმა ოვარის „დოლჩე ვიტას“ დარბაზში 15 აგვისტოს, საღამოს ივარჯიშა, რისი დასრულების შემდეგაც მათ თავკაცს, მარიო პალმას გავესაუბრეთ...
- პორტუგალიის ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს. ეს რთული პროცესია და შედეგებზეც აისახა – გვეუბნება მისტერ მარიო – გუნდის გამოცდილმა მოთამაშეებმა დაანებეს ნაკრებს თავი, ჩვენ კი ისინი სულ ახალგაზრდებით ჩავანაცვლეთ, რადგან გვსურს, თუ ახლა არა, სამომავლოდ მაინც მივაღწიოთ გარკვეულ შედეგს.
- პორტუგალიამ უნგრეთს ოფიციალურ მატჩამდე 2 კვირით ადრე ამხანაგურ მატჩში მოუგო, თუმცა საკვალიფიკაციო შეხვედრაში შინ 20 ქულით დამარცხდა. რა იყო ასეთი რადიკალური ცვვლილების მიზეზი?
- მენტალური პრობლემა. ახალგაზრდებმა ამხანაგური მატჩი შემართებით ითამაშეს, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე და თან ამხანაგურ შეხვედრაში უნგრეთმა ისეთი დაცვა არ ითამაშა, როგორიც 10 აგვისტოს, ოფიციალურ მატჩი შემოგვთავაზა. როცა მატჩს სპორტული მნიშვნელობა მიეცა, ახალგაზრდები დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩდნენ. ამ ახალგაზრდებს საკუთარ კლუბებში არ უწევთ იმდენი თამაში, რამდენიც – ეროვნულ ნაკრებში. მათ დასამტკიცებელი აქვთ საკუთარი შესაძლებლობები. ბევრი აქვთ სასწავლი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში გამოფხიზლდნენ და მეტოქეს აჯობეს კიდეც, პირველი ნახევარი ისე უიმედოდ გვქონდა წაგებული, საბოლოოდ, შეხვედრა დიდი სხვაობით დავთმეთ.
- მომავალ მეტოქეზე რას იტყვით?
- საქართველო ჯგუფის საუკეთესო გუნდია. არ ვიცი, რა მოხდება საბოლოოდ, მაგრამ მიმაჩნია, რომ თქვენ პირველზე გასვლის უმთავრესი ფავორიტები ხართ. შეიძლება ახლა გარკვეული პრობლემები გაქვთ, მოთამაშეები გაკლიათ, ტრავმები გაწუხებთ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ნაკრები ყველაზე ძლიერია. უნგრეთში რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დასანანი მარცხი განიცადეთ. უნგრელებს ბოლომდე მებრძოლი გუნდი ჰყავთ. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ მიდის თამაში, ისინი 40 წუთი, ბოლო წამებამდე იბრძვიან და ალბათ, ამის ხარჯზე მოახერხეს საქართველოს დამარცხება.
- საქართველო რომ პირველ ადგილზე გავიდეს, ყველა თამაში უნდა მოიგოს..
- ვფიქრობ, რომ საქართველო ჩეხეთში გაიმარჯვებს. ამის გაკეთება ურთულესი იქნება, რადგან ჩეხეთი ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩემი აზრით, გამარჯვება ქართველებს დარჩებათ.
- ჩეხეთამდე საქართველო პორტუგალიასთან თამაშობს...
- ფავორიტი საქართველოა და წესით უნდა მოიგოს კიდეც, თუმცა ასე იყო უნგრეთშიც. ჩვენ ვიბრძოლებთ. მჯერა, რომ პორტუგალიის ნაკრების ყველა მოთამაშე თავის მაქსიმუმს გაიღებს და ასეთ შემთხვევაში გამარჯვებაზეც შეიძლება ფიქრი. საქართველოს დამარცხებას ვეცდებით და ვნახოთ, რა გამოგვივა.
პორტუგალიელთა ვარჯიში
https://www.youtube.com/watch?v=eIu-bp_ER1k
www.gbf.ge