კალათბურთი

11:39 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა პორტუგალიასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. იგორ კოკოშკოვის გუნდის ვარჯიში ოვარში, “დოლჩე ვიტას“ დარბაზში გუშინ 16:00 საათზე დაიწყო.

დღეს კი, 17 აგვისტოს, სწორედ ამ დროს (თბილისის დროით 19:00 საათზე) დაიწყება საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებთა საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი.

გასულ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ნიკა მეტრეველს, რომელსაც მუხლი აწუხებს. მეტრეველი მსუბუქად, ფიტიკური მომზადების მწვრთნელის მეთვალყურეობით, ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ის დღევანდელი მატჩის განაცხადში არ იქნება.

უკვე ცნობილია იმ 12 კალათბურთელის ვინაობა, რომლებიც მომავალ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრების ვარჯიშს დაესწრნენ პორტუგალიის ამ მხარეში მცხოვრები ქართველები. ცხადია, ისინი თამაშზე მოსვლასაც გეგმავენ. საქართველოს ნაკრებს ”დოლჩე ვიტას” დარბაზში დაახლოებით 50 ქომაგი ეყოლება.

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

http://www.youtube.com/watch?v=XqbBC2sGcgc

www.gbf.ge

0.19379