კალათბურთი

23:54 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალია შესარჩევ ციკლს მარცხიანად ხვდება

პოლონეთის ქალაქ ტორუნში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ძალიან სუსტად ითამაშა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე პორტუგალიამ

პირენეელებმა სამივე მატჩი წააგეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა გარდა, დანარჩენი მოწინააღმდეგეები ძლიერები ნამდვილად არ ჰყოლია.

პორტუგალიელები საწყის შეხვედრაში პოლონეთთან 65:87 დამარცხდნენ და ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა, ირანთან (55:69) და შვედეთთან (50:76) დიდი ანგარიშით წაგებები კი ნამდვილად მოულოდნელი იყო.

აღნიშნული შედეგების ფონზე, იოლი მისახვედრია, რომ პორტუგალიელები მეტოქეებს უმრავლეს კომპონენტებში ჩამორჩებოდნენ, ყველაზე მეტად თვალსაჩინო კი ფარზე სუსტი თამაში იყო. ამ მხრივ, პირენეელები პოლონეთს 31:44 დაიჩაგრნენ, ირანთან – 29:46, ხოლო შვედეთთან – 34:36.

გასულ შეხვედრებში პორტუგალიელთაგან ყველაზე შედეგიანი კოიმბრას “აკადემიკას” უკანახაზელი ჟოაო ბალსეირო იყო, რომელმაც ჯამში 35 ქულა ჩააგდო.

ამგვარად, პირენეელებმა ევრობასკეტის შესარჩევი მატჩებისთვის მზადების ეტაპი მარცხიანად დაასრულეს. პორტუგალიელები საკვალიფიკაციო რაუნდს ქართველთა მსგავსად, 10 აგვისტოს დაიწყებენ, როდესაც სინესში უნგრეთს უმასპინძლებენ.

E ჯგუფში პორტუგალიელთა და ქართველთა მატჩები ჯერ ოვარში, შემდეგ კი – თბილისში, შესაბამისად, 17 და 27 აგვისტოს შედგება.

 

პოლონეთი – პორტუგალია 87:65 (27:17, 19:16, 20:19, 21:13)

პორტუგალია: სილვა (17), სუარეში (7), ბარბოსა, ფერეირინიო (5), ფერნანდეში (5), ლიმა, კუეიროში (1), გუერეირო (8), ბალსეირო (14), პინტუ (5), ჰალმანი (3).

 

ირანი – პორტუგალია 69:55 (16:14, 21:14, 16:11, 14:14)

პორტუგალია: სილვა (11), სუარეში (6), ფერეირინიო, ფერნანდეში (5), ლიმა, კუეიროში (4), გუერეირო (8), ბალსეირო (14), პინტუ (5), ჰალმანი (2).

 

შვედეთი – პორტუგალია 76:50 (15:15, 17:12, 21:13, 23:10)

პორტუგალია: სილვა (6), სუარეში (2), ბარბოსა (2), ფერეირინიო, ფერნანდეში (4), ლიმა, კუეიროში (6), გუერეირო (11), ბალსეირო (7), პინტუ (5), ჰალმანი (7).

0.114295