რობ გრონკოვსკი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეა, რომელმაც ცოტა ხნის წინათ სერიოზული ტრავმა მიიღო და ვეღარ თამაშობს. ამ ფაქტის გარკვევის შემდეგ მან უამრავი ახალი და საინტერესო საქმიანობა სცადა, ლექციაც კი წაიკითხა სოციალურ მედიაზე ბოსტონის უნივერსიტეტში. თუმცა ანაზღაურებადი სამუშაოს შემოთავაზებებიდან მის ცხოვრებაში ყველაზე სერიოზული უკანასკნელი აღმოჩნდა - ათლეტს პორნო-ვარსკვლავობას სთავაზობენ. ვებ-გვერდ: sex.com-ზე გამოქვეყნდა, რომ გრონკოვსკის 3,75 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდიან, თუ ის დათანხმდება სექსის სცენის გადაღებაზე ცნობილ პორნო-ვარსკვლავ ბიბი ჯონსთან.
პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ეს იდეა ბიბი ჯონსის კარიერაში დაბრუნებას უკავშირდება, გრონკოვსკის კი მომენტი ჩაუვარდა, მასთან ერთად ჩაწეროს სცენა და ეს ის შანსია, რომელიც სპორტსმენმა ხელიდან არ უნდა გაუშვას.
აქ მოცემულ ფოტოებზე ცოტა სხვაგვარად კი სჩანს, მაგრამ მაინც იმედია, ყოფილ სპორტსმენს ჯერ მთლად ასე არ გასჭირვებია და რაიმე ალტერნატიულ გზას იპოვის ფულის საშოვნელად.