პოლონური Sport-ის ცნობით, ნიკა ძალამიძის შეძენა შჩეცინის "პოგონს" სურს. ეს კლუბი ზამთრის სატრანფერო ბაზარზე მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს და პირველი სამიზნე სწორედ ძალამიძეა. 21 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი, როგორც იცით, "იაგელონიას" ეკუთვნის და ამჟამად ტრავმირებულია – იანვარში დაიწყებს ვარჯიშს.
ისე, "პოგონი" პოლონური მასშტაბითაც კი არაა გრანდი, უბრალოდ, წლეულს კარგ სეზონს ატარებს და მეხუთე პოზიციაზეა. კლუბის მფლობელი დიდი თანხის დახარჯვას აპირებს და ძალამიძის მიმართ ინტერესიც დიდია, თუმცა "იაგელონია" იოლად არ შეელევა ქართველს.