თამაშგარე

11:15 | 11.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

პოლონურ კლუბს ვერც ცნობილმა მოდელმა უშველა

შარშან ზაფხულში, ცნობილმა პოლონელმა მოდელმა - იზაბელა ლუკონსკა-პიჟალსკაიამ პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბი ”ვარტა” შეიძინა. იზაბელა ირწმუნებოდა, რომ აღნიშნული კლუბის წელში გამართვა ჰქონდა მიზნად დასახული და ყველაფერს გააკეთებდა საამისოდ.

კლუბის შეძენიდან თითქმის ერთი წელიწადი გავიდა, მაგრამ ”ვარტას” ახალი მეპატრონის ხელი ჯერ კიდევ არ დასტყობია და ამ კლუბის აქციონერები ძალიან იმედგაცრუებული არიან კლუბის ახალი მფლობელის ინერტულობით. იზაბელა, ამ ყველაფერის მიზეზად, დროებით ფინანსურ პრობლემებს ასახელებს, რისიც პოლონეთში ბევრს არ სჯერა.
მსოფლიოში პოპულარული მოდელების მიერ საფეხბურთო კლუბის შეძენის შემთხვევები ჩვენს პლანეტაზე ხშირია, თუმცა, იზაბელა ლუკონსკა-პიჟალსკაიასაგან განსხვავებით, სხვები კლუბს მართლაც ეხმარებიან და მინიმუმ, ფინანსურ პრობლემებს მაინც აშორებენ. ”ვარტა” კი ჯერ ისევ ვალებში იხრჩობა, საშველი კი არა და არ ჩანს...
 
0.166918