სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ძიუდო

22:11 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთში ვაჟებმა იყოჩაღეს

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ბიელსკო ბიალაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – ევროპის თასზე არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქართული დროშის ქვეშ ტატამზე 10 ვაჟი გავიდა და მათგან 7-მა მედალი მოიპოვა.

თემურ ნოზაძე (50 კგ), ჯამბულ ქურდიანი (60 კგ), გიგა გიგაური (73 კგ) და გიორგი გველესიანი (90 კგ) ჩემპიონები გახდნენ. 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი შედგა და პოდიუმის მეორე საფეხურზე ვანო ხუბაშვილი ავიდა. რობიზონ ბეგლარაშვილმა (55 კგ) და ბექა უდესიანმა (66 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრთაგან საპრიზო სამეულს მიღმა მხოლოდ სიმონ მამარდაშვილი (73 კგ), დავით იმერლიშვილი (81 კგ) და დავით რამაზაშვილი (90 კგ) დარჩნენ. იმერლიშვილსა და რამაზაშვილს მედლამდე თითო გამარჯვება დააკლდათ – ორივემ რეპეშაჟის ფინალში იჭიდავა და მე-5 ადგილებს დასჯერდნენ.

ევროპის თასზე ქართველმა გოგონებმაც მოირგეს კიმონოები, მაგრამ ვაჟებისგან განსხვავებით, წარუმატებლად გამოვიდნენ. ნატალია ყიფშიძე (44 კგ), მზია ბებოშვილი, სალომე მარგიანი (ორივე 52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ხატია ჯანაშვილი (63 კგ) საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ. სალომე მჭედლიშვილმა (70 კგ) კი მე-7 ადგილი დაიკავა.

ბიელსკო ბიალას ევროპის თასზე მონაწილეობა 28 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.134443