თამაშგარე

16:57 | 11.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

პოლონელი ქალბატონები ევრო-2012-ზე საჩხუბრად მზად არიან

პოლონეთის ქალაქ ლოძის პოლიციაში განაცხადეს, რომ ევრო-2012-სთვის ადგილობრივ ქალბატონებს თავდაცვას ასწავლიან. ტურნირის დაწყებამდე 2 თვით ადრე, ხსენებელ ქალაქში სემინარები მიმდინარეობს თემაზე “ძლიერი სქესი”.
“სემინარები ჩემპიონატის მსვლელობისას ქალაქის მცხოვრებთა უსაფრთხოების გეგმის ნაწილია. ვარშავაში, ვროცლავსა და პოზნანში მატჩებზე ბევრი უცხოელი ივლის. თამაშებზე გულშემატკივართა ზონები იქნება შექმნილი, რაც შესაძლოა, სერიოზულ პრობლემად იქცეს”, - განაცხადა ლოძის პოლიციის პრესმდივანმა ჯოანა კასკმა.
“ძლიერი სქესის” მიზანი თავდაცვის სწავლაა. გამოცდილი ინსტრუქტორები პროგრამის მონაწილეებს თავდამსხმელის მოგერიებას, საყოფაცხოვრებო საგნების (ჩანთა, ქოლგა) გამოყენებით ასწავლიან. პროგრამაში უსაფრთხოდ დაცემის სწავლა, ჩხუბის დროს გადაადგილების უნარი და თავდამსხმელის სუსტი წერტილების მიგნებაც შევა.
სემინარებში მონაწილეობისთვის ქალბატონებს სამედიცინო ცნობა და დაზღვევა ესაჭიროებათ - უბედური შემთხვევებისთვის. დღეისთვის “ძლიერ სქესში” სხვადასხვა ასაკის 500-ზე მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა.
 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.129981