პოლონეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად ამერიკელი მაიკ ტეილორი დაინიშნა, რომელიც აქამდე ნბა-ს განვითარების ლიგის ბინადარ “მეინ რედ ქლოუსის” თავკაცი გახლდათ.
პოლონელთა ეროვნული გუნდი ხელმძღვანელის გარეშე გერმანელი დირკ ბაუერმანის დათხოვნის შემდეგ დარჩა, ახალი მწვრთნელის თაოსნობით კი, პოლონეთი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ ევრობასკეტზე პოლონელები ჯგუფში საქართველოსთან ერთად მოხვდნენ და ძალიან წარუმატებლად ითამაშეს.
ბაუერმანის თავკაცობით, პოლონეთმა მხოლოდ მასპინძელ