2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე პოლონეთმა მოსამზადებელ ციკლში დასკვნითი მატჩი გამართა და გულშემატკივარმა საყვარელ გუნდს ერთგვარი გაცილებაც მოუწყო. დირკ ბაუერმანის შეგირდებმა ლუბლინში შვედეთს უმასპინძლეს და ზედმეტი პრობლემების გარეშე – 73:57 დაამარცხეს.
პოლონელებმა პირველი ტაიმი ამჯერადაც მძლავრად ჩაატარეს და დიდი შესვენებისთვის უკვე 15 ქულის სხვაობით იგებდნენ, რაც საბოლოო წარმატებისთვი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო მაჩიეი ლამპე იყო, რომელმაც ერთბაშად 17 ორქულიანი ესროლა და საბოლოოდ, ამდენივე ქულა ჩააგდო. მის აქტივში 9 მოხსნაც გახლდათ, ამდენად, ესპანური “ბარსელონას” ახალწვეულს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
ტრადიციულად, მაღალ დონეზე გაისარჯა პოლონელთა უდავო ლიდერი მარცინ გორტატი, რომელმაც 24:30 წუთში ექვსივე ორქულიანი ჩააგდო და გუნდს 12 ქულა შესძინა. პოლონელებმა შვედებს მოხსნებში 36:27 აჯობეს, პასებში – 16:9 და სტუმრებზე ცხრით მეტი საჯარიმო ესროლეს, თუმცა, 19 ტყორცნიდან მხოლოდ 10 გამოიყენეს.
ამგვარად, ევრობასკეტისთვის მზადების ციკლში პოლონელებმა 10 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც 6-ში იმარჯვეს, 4-ში კი მარცხი განიცადეს. მათ შედეგებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:
ისრაელი – პოლონეთი 81:65, პოლონეთი – საქართველო 87:75, იტალია – პოლონეთი 76:65, ესპანეთი – პოლონეთი 70:66, პოლონეთი – ისრაელი 75:72, ბელგია – პოლონეთი 52:66, პოლონეთი – იტალია 82:79, პოლონეთი – უკრაინა 83:84, პოლონეთი – დიდი ბრიტანეთი 85:66, პოლონეთი – შვედეთი 73:57.
ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება გაცილებით ცუდად დაასრულა ხორვატიის ნაკრებმა, რომელიც ბოლო პერიოდია საკუთარ თავს არ ჰგავს. იასმინ რეპეშას ბიჭებმა დასკვნით საკონტროლო შეხვედრაში ბელგიას 77:55 კი სძლიეს, თუმცა, ეს გასულ 10 მატჩში მხოლოდ მე-4 გამარჯვება იყო, ამდენად, ქართველთა კიდევ ერთ მეტოქეს 6 მარცხი შეემთხვა და მათგან რამდენიმე – სამარცხვინოც კი.
ხორვატები ბელგიელებს სტამბულის ტურნირზე 2 მძიმე წაგების (სერბეთთან – 71:88, თურქეთთან – 52:81) დაუპირისპირნენ და პირველი ტაიმის შემდეგ 5 ქულით მარცხდებოდნენ, თუმცა, მე-2 ტაიმში მათში თავმოყვარეობამ გაიღვიძა და მეტოქეს 22-ქულიანის უპირატესობითა აჯობეს.
ხორვატთაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ლუკა ზორიჩი (13) და როკო ლენი უკიჩი (11) გადასცდნენ, ხოლო მათმა ნატურალიზებულმა ამერიკელმა მცველმა დონტეი დომინიკ დრეიპერმა ამჯერადაც ვერ გაამართლა. იგი მოედანზე 17 წუთს გახლდათ და მხოლოდ 2 ქულით დაკმაყოფილდა.
აქვე ხორვატიის ეროვნული გუნდის საკონტროლო მატჩების სრული ნუსხაც: ხორვატია – მაკედონია 74:78, ხორვატია – მაკედონია 72:67, საბერძნეთი – ხორვატია 87:85, საფრანგეთი – ხორვატია 92:60, გერმანია – ხორვატია 73:63, ხორვატია – ჩერნოგორია 72:60, ხორვატია – ლატვია 81:66, სერბეთი – ხორვატია 88:71, თურქეთი – ხორვატია 81:52, ბელგია – ხორვატია 55:77.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთი და ხორვატია ევრობასკეტის ჩ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც საქართველოს ნაკრების გარდა, ესპანეთი,
პოლონეთი – შვედეთი 73:57 (19:13, 24:15, 16:18, 14:11)
პოლონეთი: ლამპე (25 წ. 17 ქ. 9 მ.), პონიტკა (9 წ.), გორტატი (25 წ. 3 მ. 3 პ.), კოშარეკი (26 წ. 5 ქ. 4 მ.), კელატი (25 წ. 5 ქ. 4 პ.); ვიშნიევსკი (1 წ.), ჩილინსკი (14 წ. 6 ქ. 4 მ.), შუბარგა (14 წ. 3 ქ.), ზამოისკი (14 წ. 4 ქ.), იგნერსკი (16 ქ. 9 ქ. 7 მ.), ვაჩინსკი (19 წ. 9 ქ.), ჰრიჩანიუკი (7 წ.), კარნოვსკი (6 წ. 3 ქ. 2 მ.).
მწვრთნელი: დირკ ბაუერმანი.
ხორვატია – ბელგია 77:55 (18:18, 16:21, 27:6, 16:10)
ხორვატია: რუდეზი (16 წ. 3 ქ.), უკიჩი (26 წ. 11 ქ. 3 პ.), სიმონი (21 წ. 6 ქ.), მარკოტა (25 წ. 5 ქ. 4 მ.), ზორიჩი (25 წ. 13 ქ. 6 მ.); ტომიჩი (15 წ. 2 ქ. 4 მ. 6 პ.), დრეიპერი (17 წ. 2 ქ. 5 პ.), ბოგდანოვიჩი (18 წ. 9 ქ.), ტომასი (22 წ. 10 ქ.).
მწვრთნელი: იასმინ რეპეშა.
ევრობასკეტის სხვა მონაწილეთა მატჩები
ბოსნია-ჰერეცგოვინა – მაკედონია 84:93
გერმანია – საბერძნეთი 62:78
თურქეთი – სერბეთი 72:78