ფეხბურთი

19:08 | 6.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოგბასთვის სეზონი დასრულდა

ტურინის “იუვენტუსის” ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა, მიმდინარე სეზონში, ფეხბურთის თამაშს ვეღარ მოახერხებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ახალგაზრდა შუახაზელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

სერია A-ს გასულ ტურში, “პალერმოსთან” გამართული მატჩის მიწურულს, პოგბამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, სალვატორე არონიკას შეაფურთხა, რის გამოც, არბიტრისგან წითელი ბარათი მიიღო. სადისციპლინო კომიტეტმა 20 წლის ფეხბურთელის საკითხი განიხილა და მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

იმის გამო, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, პოლ პოგბა მოედანზე გასვლას მომდევნო სეზონამდე ვერ მოახერხებს.

0.124621