ფეხბურთი

14:53 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა წყენას ვერ ივიწყებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ პოლ პოგბას “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება არ სურს. ბრიტანული პრესის ცნობით, ამის მიზეზი ალექს ფერგიუსონია, რომელმაც 2 წლის წინათ, ფრანგი იტალიაში გაისტუმრა.

მართალია, ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერა უკვე დაასრულა, მაგრამ შოტლანდიელს “წითელ ეშმაკებზე” მაინც დიდი გავლენა აქვს და სამწვრთნელო შტაბის უპირველესი მრჩეველი გახლავთ. სწორედ ამიტომ, პოგბას “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნება აღარ სურს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერის” გარდა, პოგბას ხილვით “პარი სენ-ჟერმენიცაა” დაინტერესებული.

 

0.114367