საკუთარ ”გერმანელობაში”, გერმანული საზოგადოების ხშირად დარწმუნების მიუხედავად, საბოლოოდ დადასტურდა, რომ ”კიოლნისა” და გერმანიის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი – პოდოლსკი მაინც პოლონელია და ბოლომდე პოლონელად დარჩენას აპირებს. რამდენიმე დღის წინათ, ლუკაში დაქორწინდა და მისთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, ვარშავასთან ახლოს, პოდოლსკების ძველ სოფელში გაიმართა.
პოდოლსკის რჩეული, მისი თანამემამულე ლამაზმანი – მონიკა პუჩალსკია, რომელთანაც ფეხბურთელი დაახლოებით 10 წელი მეგობრის რანგში ცხოვრობდა და 2 საერთო შვილიც ჰყავთ. ქორწილში ორასამდე სტუმარი ჰყავდათ მიწვეული და მათ შორის, როგორც გერმანიაში, ასევე პოლონეთში მცხოვრები არაერთი ცნობილი ადამიანი იყო დაპატიჟებული.
თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჯვრისწერის რიტუალი, ასევე საკუთრივ ქორწილიც, მთლიანად ძველი პოლონური წესებით გაიმართა და ნათელი გახდა, რომ პოდოლსკის მიერ თავის დროზე გაკეთებული არჩევანი, როდესაც მან პოლონეთის ნაკრებში თამაშს ბუნდესნაკრებში გარჯა არჩია, მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატული მიზნებით იყო ნაკარნახევი. შინაგანად კი, ლუკაში კვლავ პოლონელად რჩება, რაც ფეხბურთელმა იმითაც დაადასტურა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დიდი სახლის შეძენასა და სამუდამოდ დამკვიდრებას აპირებს.