ფეხბურთი

18:51 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკი ჩემპიონობას უმიზნებს

ლონდონის “არსენალის” ფორვარდმა ლუკას პოდოლსკიმ ტრავმები უკან ჩამოიტოვა და მიმდინარე სეზონში იმედიანადაა განწყობილი. გერმანიის ნაკრების შემტევს სჯერა, რომ არსენ ვენგერის გუნდი პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებას ჩემპიონობით დაასრულებს.

“ძალიან დიდი ხანი გამიცდა. რთული პერიოდი იყო, მაგრამ დავბრუნდი და ძალიან გახარებული ვარ. ასეთი სახის ტრავმა არასდროს მიმიღია. ახლა, რაც შეიძლება მეტი თამაში მინდა. თითოეული ქულა უმნიშვნელოვანესია. “არსენალი” სატურნირო ცხრილის სათავეშია და ეს პოზიცია აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ”, - განუცხადა თავდამსხმელმა Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, პოდოლსკი დაახლოებით 4 თვე უქმობდა.

0.125275