ფეხბურთი

15:43 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკი “არსენალში” ბედნიერია

 

ლონდონის “არსენალის” ფორვარდი ლუკას პოდოლსკი ნისლიან ალბიონზე თავს კომფორტულად გრძნობს და კლუბის შეცვლა არ სურს.

“სადღეისოდ, “არსენალის” ფეხბურთელი ვარ და ეს ხვალაც ასე იქნება. ლონდონში გადმოსვლა სწორი ნაბიჯი იყო. ასეთ დიდ კლუბსა და საუკეთესო ჩემპიონატში თამაშის შანსი უნდა გამომეყენებინა. ამ ქალაქში, ჩემპიონატსა და კლუბში ბედნიერი ვარ. ეს ორი წელიწადი ჩემთვის ბრწყინვალე იყო”, - განუცხადა გერმანიის ნაკრების შემტევმა ბრიტანულ მედიას.

ცნობისათვის, გასულ სეზონში პოდოლსკიმ ლონდონელთა მაისურით 27 მატჩი ჩაატარა და 12 გოლით გამოირჩა.

0.114254