“არსენალის” თავდამსხმელმა ლუკაშ პოდოლსკიმ ერთ-ერთ ბრიტანულ სპორტულ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლონდონურ კლუბს “შალკეს” ნახევარმცველ იულიან დრაქსლერის შეძენა ისევ სურს. “მეთოფეების” დრაქსლერით დაინტერესების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო სეზონის დახურვამდე გავრცელდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერის განხორციელებას ხელი “შალკეს” უარმა შეუშალა.
“იულიან დრაქსლერი მსოფლიოს დონის ფეხბურთელია და რა გასაკვირია, რომ “არსენალის” ინტერესის სფეროში მოექცა. მასთან საკმაოდ ხშირი კონტაქტი მაქვს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, შესაძლო ტრანსფერზე არასოდეს გვისაუბრია” – განაცხადა ლუკაშ პოდოლსკიმ.