ფეხბურთი

15:46 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: “შოუ არ იყიდება”

 

,,საუთჰემპტონის’’ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ, 18 წლის ფეხბურთელ ლუკ შოუს შესახებ ისაუბრა. არგენტინელი მწვრთნელი აფრთხილებს შოუს გადაბირებით დაინტერესებულ კლუბებს, რომ ახალგაზრდა ინგლისელი არ იყიდება.

,,მათ შეიძლება გამოთქვან ინტერესი, ამას ჩვენ ხომ ვერ გავაკონტროლებთ? თუმცა არ ვაპირებთ დავარღვიოთ ჩვენი სპორტული პრინციპები, ლუკ შოუ არ იყიდება, იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.’’_ განაცხადა არგენტინელმა.

ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი მშვენიერ სეზონს ატარებს. სხვათაშორის, შოუ 2012 წელს ინგლისის 17 წლამდე ნაკრებთან ერთად თბილისში იმყოფებოდა, მაშინ ვასილ მაისურაძის შეგირდებმა გიორგი პაპუნაშვილის გოლის წყალობით მინიმალური სხვაობით დაამარცხეს ბრიტანელები.

არგენტინელმა მწვრთნელმა ასევე ისაუბრა ინგლისურის შესწავლის თაობაზეც. გაცნობებთ, რომ პოჩეტინოს პრესკონფერენციები ესპანელი თარჯიმნის დახმარებით მიმდინარეობს.

,,საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ სავარჯიშო პროცესს, დღეში 7-8 საათს სავარჯიშო მოედანზე ვატარებ, ამიტომ მცირე დრო მრჩება ინგლისურის სამეცადინოდ, თუმცა ფეხბურთელებთან ინგლისურად ვურთიერთობ და ამ დროს ბევრ რამეს ვსწავლობ. ასე იხვეწება ჩემი სამეტყველო ენა, იმედი მაქვს მალე თავისუფლად მოვახერხებ ამ ენაზე საუბარს ’’_აღნიშნა პოჩეტინომ.

დიმიტრი შარიქაძე

0.115034