"საუთჰემპტონის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ "ევერტონთან" მოგებულ მატჩს სასაცილო უწოდა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ჩინებულად ითამაშა.
"ევერტონის" ფეხბურთელებმა ანტოლინ ალკარაზმა და სიმუს კოლემანმა პირველ და 30-ე წუთებზე საკუთარ კარში თავით ლამაზი გოლები გაიტანეს.
"სასაცილო იყო, მათმა გოლებმა სამი ქულა მოგვიტანა. ვფიქრობ, მომენტები ჩვენ შევქმენით და მოვიგეთ კიდეც. საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოგვივიდა. ჩვენ მოვუგეთ ისეთ გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის." - განაცხადა მატჩის შემდეგ პოჩეტინომ.
გიორგი ბალახაძე