ფეხბურთი

14:41 | 30.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო მაურინიოს აქებს

,,საუთჰემპტონის’’ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ,,ჩელსისთან’’ დაპირისპირების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ქების სიტყვები არ დაიშურა ჟოზე მაურინიოს მიმართ.

,,მე და ჟოზე ერთმანეთთან ძალიან კარგად ვურთიერთობთ. მოხიბლული ვარ როგორც მისი სამწვრთნელო კლასით, ასევე მისი პიროვნებით. ვფიქრობ, მაურინიო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მისი რეკორდები მაძლევს ამის თქმის უფლებას.’’

,,ჩვენ მოგობრები ვართ, თუმცა ჩვენი მეგობრობა თამაშის დროს წყდება, ამ დროს ჩვენ ოპონენტები ვხდებით, ხოლო თამაშის შემდეგ რა თქმა უნდა მეგობრებად ვრჩებით.’’

პოჩეტინომ ასევე ისაუბრა ,,არსენალთან’’ მარცხის შესახებ.

,,მატჩის შემდეგ იმედგაცრუებულნი ვიყავით, თამაშმა უდიდესი ენერგია წაიღო, თუმცა შედეგი მიუღებელი იყო. გამოჩნდა, რომ გვჭირდება თამაშის ხარისხის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, ჩვენ იმავე ფილოსოფიისა და იმავე იდეის ერთგული დავრჩებით, რასაც აქამდე მივყვებოდით.’’

დიმიტრი შარიქაძე

 

 

0.120502