ჭიდაობა

17:35 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პლუს ერთი ბრინჯაო

 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ორ-ორი ოქროსა და ვერცხლის მედლით ჩაამთავრა.

ჩერნოგორიის ქალაქ ბარში გუშინ დასრულებული ტურნირის სრული ტექნიკური მონაცემები არც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის და არც ევროპირველობის ოფიციალურ ვებგვერდს ჯერაც არ გამოუქვეყნებია. ათი წონითი კატეგორიიდან სამში სატურნირო ბადეები ჯერაც შეუვსებელია, არადა, მედლების ბოლო კომპლექტის გათამაშებიდან უკვე ლამის 24 საათია გასული.

ამ სამი წონიდან ორში: 76 და 100 კილოგრამებში რეპეშაჟის ფინალში საქართველოს ნაკრების წევრებმა იჭიდავეს და როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, ზვიად პატარიძემ (100 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ირაკლი თარხნიშვილი (76 კგ) კი მე-5 ადგილს დასჯერდა.

შეგახსენებთ, კვარცხლბეკზე პატარიძის ასვლამდე, გიორგი კურტანიძემ (54 კგ) და ლევან ქავჟარაძემ (58 კგ) ჩერნოგორიული ხალიჩიდან ვერცხლი გამოიტანეს, თემურ შავაძემ (46 კგ) კი ბრინჯაო.

0.11985