ფეხბურთი

16:40 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

პლეტიკოშამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების 35 წლის მეკარემ სტიპე პლეტიკოშამ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია მეკარემ სპორტსკე novosti daily-სთან ინტერვიუში გაახმაურა.

"გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მივიღე. ამის შესახებ ნიკო კოვაჩსაც ვუთხარი და მან გამიგო. ახლა ჯერი ახალგაზრდებისაა." - განაცხადა პლეტიკოშამ.

ვეტერან მეკარეს სანაკრებო დებიუტი 1999 წელს დანიის წინააღმდეგ ჰქონდა. მას შემდეგ პლეტიკოშამ ეროვნული ნაკრების კარი 114 შეხვედრაში დაიცვა. პლეტიკოშას საერთაშორისო გამოცდილება დიდი აქვს: 2002, 2006, 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე და 2008 და 2012 წლების ევროპის ჩემპიონატზე უასპარეზია.

ივარაუდება, რომ ხორვატთა ეროვნულ ნაკრებში პლეტიკოშას სრულფასოვანი შემცვლელი "მონაკოს" 29 წლის მეკარე დანიელ სუბასიჩი იქნება. 

 

გიორგი ბალახაძე 

0.117028