ფეხბურთი

18:17 | 2.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

პლატინი: “საქართველოსა და სომხეთის ფედერაციები ისეთივე ძალაუფლების არიან, როგორც გერმანიისა და ესპანეთის”

UEFA-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი ევროტურნირების შესაძლო რეორგანიზაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ევროპის ლიგის გამოცოცხლებას გეგმავს. ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის თქმით, UEFA დემოკრატიული ორგანიზაციაა, რომელიც გერმანიის და ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციებს სომხეთისა და საქართველოს ფედერაციებზე წინ არ აყენებს.

“ევროპის ლიგასთან დაკავშირებით არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე ვარიანტს დეტალურად განვიხილავთ. ამ ეტაპზე, ცვლილებები არ იგეგმება.

ჩემპიონთა ლიგის მიმართ უდიდესი ყურადღების გამოჩენით, სხვა ევროპული ტურნირები განადგურდნენ. მაგრამ ჩვენი მიზანი ევროპის ლიგის გამოცოცხლებაა. ეს ის ტურნირია, რომელიც ყველა ევროპულ კლუბს ეკუთვნის, რადგან მისი მოგება ნებისმიერ მათგანს შეუძლია.

UEFA ძალიან დამოკრატიული ორგანიზაციაა. ისეთი ასოციაციაები, როგორებიც გერმანია და ესპანეთია, ჩვენთვის, უფრო მეტი ძალაუფრლების მქონე არაა, ვიდრე სომხეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციები. ჩვენს ორგანიზაციაში შემავალ 53-ივე ფედერაციას თანაბარი უფლებები აქვს.” – აცხადებს პლატინი Bild-თან საუბრისას.

0.120296