უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, რომელიც არაერთხელ გამოვიდა რუსეთისა და უკრაინის გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარების წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტრანსნაციონალური ლიგები კვლავ პროექტების დონეზე დარჩება.
თავის დროზე, რუსეთის და უკრაინის გაერთიანებული ჩემპიონატის ორგკომიტეტის თავჯდომარემ ვალერი გაზაევმა აღნიშნა, რომ პლატინი ხსნებული პროექტის წინააღმდეგი არაა.
თუმცა, უეფას პრეზიდენტმა “სოვეტსკი სპორტის” კითხვაზე თუ რამდენად შესაძლებელია გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარება, უპასუხა: “იმედი მაქვს, რომ ეს შეუძლებელია”.