ფეხბურთი

12:02 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პლატინი: “ოქროს ბურთს” რიბერი იმსახურებდა”

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ყველაზე მეტად მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი იმსახურებდა. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.

2013 წლის “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში რიბერი მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსა და “ბარსელონას” შემტევს ლიონელ მესის ჩამორჩა.

“რიბერის, რონალდუსა და მესის შორის, ნებისმიერი ჯილდოს ღირსეული მფლობელი იქნებოდა. თუმცა, რიბერიმ ხომ “ბაიერნთან” ერთად ყველაფერი მოიგო. ასე რომ, მას ხმას თავად მივცემდი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ფრანგი ვარ. მე შემეძლო ხმა არიენ რობენისა და ბასტიან შვაინშტაიგერისთვისაც მიმეცა. თუმცა, ამჟამინდელი კრიტერიუმებით მუდმივად მესისა და რონალდუზე საუბრობენ” – თქვა პლატინიმ.

0.12446