ფეხბურთი

14:33 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პლატინი: “ოქროს ბურთი” რიბერის ეკუთვნოდა”

უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის მიაჩნია, რომ 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი უნდა გამხდარიყო.

“იმედგაცრუებული ვარ, რადგან “ოქროს ბურთი” რიბერიმ ვერ მიიღო. მომდევნო წელს, კვლავაც მესი-რონალდუს დუელს ვიხილავთ და ასე კიდევ დიდ ხანს გაგრზელდება. გასული 50 წლის განმავლობაში, “ოქროს ბურთის” გადაცემისას მთავარი სეზონში ნაჩვენები შედეგი იყო, ახლა კი, იმას უყურებენ, თუ რას აკეთებს ფეხბურთელი ინდივიდუალურად. მიუხედავად ყველაფრისა, მესმის, რომ რონალდუმ ჯილდო დაიმსახურა”, - განუცხადა პლატინიმ L’Equipe-მ.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთი” კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა, მეორე ადგილი ლიონელ მესიმ დაიკავა, მესამე ადგილი კი, ფრანკ რიბერის ხვდა წილად.

 

0.114189