ფეხბურთი

11:21 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

პლატინი ბლატერს არ დაეთანხმა

 

უეფას პრეზიდენტი, მიშელ პლატინი არ დაეთანხმა ფიფას თავკაც ზეპ ბლატერს, რომელმაც ევრო 2020-ის 13 ქვეყანაში ჩატარების იდეა გააკრიტიკა. ბლატერმა თქვა: ტურნირი 1 ან 2 ქვეყანაში უნდა ჩატარდეს. სხვაგვარად ის სულს და გულს დაკარგავს. ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ორგანიზატორი ქვეყანა რამდენიმე კვირა ამ შეჯიბრებით ცხოვრობსო. ოთხშაბათს კი პლატინიმ გერმანულ kicker-ს განუცხადა: ამ ინოვაციას უეფას წევრი ყველა ქვეყნები დაეთანხმნენ თურქეთის გარდა, ამიტომ, გამოდის, რომ ბლატერი მე კი არა, 52 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას აკრიტიკებსო. ამასთან, პლატინიმ დასძინა, რომ ბლატერთან კარგი პირადი ურთიერთობა აქვს. შეგახსენებთ, ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 2015 წელს გაიმართება და ბლატერის მთავარ კონკურენტად სწორედ პლატინის მიიჩნევენ.

0.121082