ინგლისელი ფეხბურთელის, პიტერ კრაუჩის მეუღლე ებიგეილ ქლენსიმ, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ინგლისელმა პლასტიკურმა ქირურგებმა, ცუდად ჩატარებული ოპერაციის გამო ძალიან დატანჯეს, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, რომელიც ქალთა უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.
როგორც კრაუჩის ცოლი აცხადებს, მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე გამოცადა ინგლისელი ექიმების არაპროფესიონალიზმი და ამის გამო არა მხოლოდ ფიზიკური, დიდი სულიერი ტრავმაც მიიღო, მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ ქალთა უფლებები სწორედ მან უნდა დაიცვას, რათა მომავალში მაინც დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც მანდილოსნებს სილამაზისადმი ლტოლვას ასე ჩაუმწარებენ.
ერთი თვის წინ, ბრიტანულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ებიგეილ ქლენსის სარჩელი, რომელიც მიხედვითაც, ეს ქალბატონი უხელთური ექიმების დასჯას მოითხოვდა. პიტერ კრაუჩის მეუღლის თქმით, მას სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აუხილა თვალი და დაანახა, რომ თუკი სამართლიანობისათვის თვითონ ქალებმა არ იბრძოლეს, დედამიწაზე მათი პატრონი სხვა არავინაა...