მთელი ბრიტანეთი გულმოდგინედ ემზადება სექტემბრისათვის, როდესაც პოპულარული ინგლისელი ფეხბურთელი, პიტერ კრაუჩი, საზოგადოებას მისთვის სრულიად ახალ ამპლუაში – შოუმენად წარუდგება და საკუთარ გადაცემას: ”დივანზე კრაუჩთან ერთად” - წაიყვანს.
გადაცემა, რასაკვირველია, შოუს ხასიათის იქნება და მასში არაერთი ცნობილი ადამიანის მიწვევაა დაგეგმილი. გადაცემის პროდიუსერი, დევიდ სკოტი ამბობს, რომ ფეხბურთელის ასეთ უცნაურ პროექტში მინაწილეობის მიღებაში დიდი როლი მისმა ცოლმა, ები კლენსიმ ითამაშა. ები ხომ თავად არის ცნობილი შოუმენი.
ები კლენსის ბრიტანეთის ერთ-ერთ გასართობ არხზე მიჰყავს იუმორისტული შოუ, სადაც ცნობილი სტილისტები და დიზაინერები საკუთარ ცხოვრებაზე იუმორისტულ ჭრილში საუბრობენ. პიტერ კრაუჩის გადაცემაც მსუბუქი ხასიათის იქნება, თუმცა იუმორზე მეტად, აქცენტი სკანდალებზე და ”ყვითელ” ამბებზე უნდა გაკეთდეს.