თამაშგარე

11:10 | 4.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

“პიტბულის“ ახალი სიყვარული

წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ედგარ დავიდსი მეორედ დაქორწინებას აპირებს. “პიტბულად“ სახელდებული ნიდერლანდელი ფეხბურთელი თავის პირველ ცოლს, ლიზა სინსალდეს ცოტა ხნის წინ დაშორდა.
ედგარის ახალი სატრფო და აწ უკვე საცოლე, იტალიაში მცხოვრები წარმოშობით ჰოლანდიელი ლამაზმანი, ოლკაი გულსენია. ოლკაი და ედგარი ერთმანეთს წელიწადზე მეტია, რაც ხვდებიან და წყვილის მხრიდან დაქორწინების შესახებ განაცხადი, განსაკუთრებული სიურპრიზი არავისთვის ყოფილა.
როგორც იცით, დღესდღეობით, ედგარ დავიდსი თავის სამშობლოში მოღვაწეობს და ჰოლანდიის ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი კლუბის, ამსტერდამის “აიაქსის“, ერთ-ერთი დირექტორია. შესაბამისად, როდესაც “პიტბული“ მეორედ იქორწინებს, მის ძირითად ნავთსაყუდელად კვლავ ამსტერდამი დარჩება.
 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.131132