ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 32–ე ტურის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი „რამონ სანჩეს პისხუანზე“ ჩატარდა, სადაც „სევილიამ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა. დიეგო სიმეონეს გუნდმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვა და შინ 3 ქულით დაბრუნდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ცხადი იყო, რომ მოიგებდა, ვინც ერთ გოლს გაიტანდა. გადამწყვეტი ბურთი 76–ე წუთზე გავიდა – რადამელ ფალკაომ რაულ გარსიას დარტყმულს მიმართულება შეუცვალა და „ატლეტიკოს“ გამარჯვება მოუტანა.
ძალზე დაძაბული და წითელ–ყვითელი ბარათებით დახუნძლული გამოდგა „ხეტაფესა“ და „ესპანიოლის“ დაპირისპირება. 52–ე წუთისთვის, მასპინძლები 10–კაციანი შემადგენლობით დარჩნენ, რამდენიმე წუთში კი, მსაჯმა ბორხას გზას ფერნანდესიც გაუყენა და მასპინძლებს მატჩის 9 ფეხბურთელით დასრულება მოუწიათ. თავის მხრივ, „ესპანიოლმა“ იყოჩაღა და თითო ტაიმში თითოჯერ აიღო „ხეტაფეს“ კარი – 0:2.
„რიასორზე“, გოლები და, შესაბამისად, ქულები გაცვალეს „დეპორტივომ“ და „ბილბაომ“. მატჩის მთავარი მოვლენები პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთებში განვითარდა. 38–ე წუთზე, ლა კორუნიელები ბრუნუ გამამ დააწინაურა, მაგრამ მისმა გუნდმა პირველ ტაიმში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და შესვენებამდე მცირე დროით ადრე, გოლი გაუშვა – ფერნანდო ლიორენტემ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა და ბასკებს ქულა გადაურჩინა.
ლა კორუნია. „რიასორი“. 8500
ხეტაფე – ესპანიოლი 0:2 (0:1)
ხეტაფე: კოდინა, მანე, ლოპო, ფერნანდესი, ვალერა, ლეონი, კასტრო (სარაბია 69), ბარადა, ბორხა, ტორესი (ლაფიტა 55), ალკასერი (ვასკესი 54).
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
ესპანიოლი: ალვარესი (კასილია 69), მორენო, კაპდევილია, კოლოტო, ფორლინი, ლოპესი, სანჩესი, ვერდუ, ვაკასო (სიმაუ 77), სტუანი (ალფონსო 86), გარსია.
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
გოლები: 0:1 ვერდუ (37), 0;2 სტუანი (73)
გაფრთხილებები: ბორხა (19), ფერნანდესი (26), კასტრო (45), ტორესი (69) – სანჩესი (2), კოლოტო (6), სტუანი (39), გარსია (53), ფორლინი (63), ალვარესი (65)
გაძევებები: ბორხა (52), ფერნანდესი (72)
კარში დარტყმა: 6 (4) – 7 (6) ჯარიმა: 20 - 17 კუთხური: 1 - 7 თამაშგარე: 4 - 4 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 4 – 4
ლა კორუნია. „რიასორი“. 30000
დეპორტივო – ბილბაო 1:1 (0:0)
დეპორტივო: არანსუბია, პაბლო, აიტამი, კაკა, სილვიუ, ალექსი, დომინგესი, ვალერნი (ასუნსაო 71), გამა, პიცი, რიკი (ოლივეირა 87).
მწვრთნელი: ფერნანდო ვასკესი
ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, ეკისა, ორტენეჩე, გურპეგი, იტურასპე, დე მარკოსი, ერერა, სუსაეტა, ლიორენე (გომესი 76), მუნიაინი (ადურისი 76, სან–ხოსე 89).
მწვრთნელი: მარსელო ბიელსა
გოლები: 1:0 გამა (38), 1:1 ლიორენტე (44)
გაფრთხილებები: რიკი (60) – ერერა (23), იტურასპე (32), სუსაეტა (50), ეკისა (90)
გაძევება: იტურასპე (81)
კარში დარტყმა: 8 (4) – 14 (5) ჯარიმა: 12 - 18 კუთხური: 3 - 5 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 37% - 63% სეივი: 3 – 3
პამპლონა. „ელ სადარი“. 20000
ოსასუნა – სოსიედადი 0:0
ოსასუნა: ფერნანდესი, არიბასი, ფლანიო, სანხურხო, ლოე, სილვა (პუნიალი 79), სეხუდო (შოჯაეი 90), არმენტეროსი, დე ლას კუევასი (ნინო 74), სოლა.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
სოსიედადი: ბრავო, მარტინესი, გონსალესი, მარტინესი, კადამურო, ელუსტონდო (კასტრო 69), პრიეტო, გრიზმანი, ბერგარა, ველა (იფრანი 82), აგირეჩე.
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე
გაფრთხილებები: არმენტეროსი (11), ნანო (23), სანხურხო (84) – გონსალესი (10), გრიზმანი (18), კადამურო (28), ველა (44)
კარში დარტყმა: 7 (4) – 6 (5) ჯარიმა: 14 - 8 კუთხური: 6 - 8 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 4 – 4
სევილია. „სანჩეს პისხუანი“. 32500
სევილია – ატლეტიკო 0:1 (0:0)
სევილია: ბეტუ, ნავარო (დიავარა 79), კოკე, კალა, ბოტია (მადურო 59), მორენო, რეიესი (პეროტი 69), ნავასი, რაკიტიჩი, კონდოგბია, ნეგრედო.
მწვრთნელი: უნაი ემერი
ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ლუისი, გოდინი, ხუანფრანი, გაბი, სუარესი, როდრიგესი (გარსია 63), კოკე (საული 88), ფალკაო, კოსტა (ადრიანი 67).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 ფალკაო (76)
გაფრთხილებები: ბოტია (37) – ფალკაო (11), გოდინი (24), სუარესი (57), კოსტა (59), კურტუა (90)
კარში დარტყმა: 8 (5) – 5 (2) ჯარიმა: 12 - 18 კუთხური: 4 - 1 თამაშგარე: 0 - 0 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 1 – 4