ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველი დავიდ პისარო კლუბის შეცვლას არ გეგმავს. ამის შესახებ 33 წლის ჩილელის აგენტმა ალეხანდრო სანტისტემანმა დაწერა თავის “ტვიტერში”.
“ფიორენტინას” ხელმძღვანელებს შევხვდი. ფლორენციელებთან საუბრით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელსა და კლუბს ბრწყინვალე ურთიერთობა აქვთ. დეტალებზე მას შემდეგ დავილაპარაკებთ, რაც დავიდი შვებულებიდან დაბრუნდება. მიუხედავად ყველაფრისა, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი ნორმალურადაა და მოულოდნელი არაფერი მოხდება”, - გულშემატკივრებს ამცნო სანტისტემანმა.
ცნობისათვის, გასულ სეზონში, პისარომ 31 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.