ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველ დავიდ პისაროს “კალიარისთან” მატჩში (1:1) გაძევება ძვირად დაუჯდა. Football Italia-ს ცნობით, ვეტერან ჩილელს 2 მატჩის გამოტოვება მოუწევს.
ამგვარად, პისარო ბერგამოს “ატალანტასთან” და მილანის “ინტერთან” მატჩებს გამოტოვებს. საგულისხმოა, რომ ფლორენციელებს საკადრო პრობლემები აქვთ – მარიო გომესსა და ხუან კუარდადოს ტრავმები აწუხებთ.
აღსანიშნავია, რომ “ფიორენტინას” თავკაცი ვინჩენცო მონტელა მსაჯის მიმართ გამოთქმული პრეტენზიებისთვის 5000 ევროთი დაჯარიმდა.