ბაქოს საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) ერთეულთა გათამაშება ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება. როგორც ანა ტატიშვილმა, ასევე ოქსანა კალაშნიკოვამ პირველივე წრეში წააგეს.
საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი იტალიელ ნასტასია ბარნეტს 2:0-ს უგებდა, რის შემდეგაც ზედიზედ 11 (!) გეიმი წააგო და თამაშის “შემობრუნება” ვეღარ მოახერხა – 2:6, 3:6. სამ სეტს გაძლო კალაშნიკოვამ, რომელიც მისსავით კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ჩეხ ტერეზა მარტინცოვასთან 3:6, 7:6 (7:1), 1:6 დამარცხდა.
ახლა, ქართველები წყვილთა ტურნირზე გადაერთვებიან. მე-2 რეიტინგის მქონე კალაშნიკოვა და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკი რუმინელ კადანტუს და ესპანელ ფერერ სუარესს ეთამაშებიან, ტატიშვილი და სერბი ვესნა დოლონცი უზბეკ შარიპოვას და აზერბაიჯანელ ფარჰადს გაეჯიბრებიან, ხოლო თამარ ჭალაგანიძე და აზერბაიჯანელი ნაზრინ ჯაფაროვა ძალებს